წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

ეს დებულებები არეგულირებს ურთიერთობას მომხმარებელსა და მომსახურების პროვაიდერ carfax.now-ს შორის. დებულებები გამოქვეყნებულია carfax.now-ს ვებგვერდზე და ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შესაძლოა დაბეჭდილი ან შენახული იქნას.

საიტის გამოყენება ექვემდებარება ამ პირობებს. საიტის გამოყენებით, მომხმარებელი ავტომატურად და სრულად ეთანხმება ჩვენს პირობებს.

ჩვენ გვრჩება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შევცვალოთ პირობები. დარედაქტირებული წესები ძალაში შევა საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან. საიტის გამოყენების გაგრძელებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება განახლებულ პირობებს.

რეგისტრაციის შემდეგ, თუ პირობებში ცვლილება მოხდება, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე.

ტერმინების განმარტება

  • საიტი – ინტერნეტ პორტალი www.carfax.now
  • AUTOCHECK – საინფორმაციო რესურსი, რომელიც შეიცავს აშშ-ში, კანადასა და ევროპაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ისტორიას.
  • Carfax – საინფორმაციო რესურსი, რომელიც შეიცავს აშშ-ში, კანადასა და ევროპაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ისტორიას.
  • ამონაწერი – ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ Carfax ან AutoCheck-ის ბაზებიდან.
  • მომსახურება – ამონაწერის მიღება ელექტრონული ფორმატით Carfax/AutoCheck-ის ბაზებიდან.
  • მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის მომსახურებებს.

1. ძირითადი პირობები

  • ჩვენი ონლაინ სერვისი გაძლევთ საშუალებას მოძებნოთ ინფორმაცია Carfax/AutoCheck-ის ბაზებში.
  • საიტი არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის სიზუსტესა და შეცდომებზე, რაც მომდინარეობს Carfax/AutoCheck-ის მონაცემებიდან.
  • საიტის ადმინისტრაცია არ ანაზღაურებს ზარალს, რომელიც შეიძლება მოხდეს არასწორი ინფორმაციის მიღების შედეგად.
  • ამონაწერის ინფორმაცია გადმოიცემა ისეთი სახით, როგორიც მიღებულია Carfax/AutoCheck-ის ბაზებიდან და საიტი მას არ ამოწმებს.
  • Carfax/AutoCheck-ის მონაცემებზე საავტორო უფლებები არ ეკუთვნის carfax.now-ს.
  • საიტი უზრუნველყოფს ავტომობილების სრულ ისტორიულ ამონაწერს აშშ-ს, კანადის და ევროპის ბაზებიდან.
  • ამონაწერის ინფორმაცია არ წარმოადგენს იურიდიულ ძალას.

2. საიტის უფლებები და ვალდებულებები

  • საიტს აქვს უფლება შეცვალოს მომსახურების ღირებულება მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე.

3. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები

  • ამონაწერის მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და დაეთანხმოს carfax.now-ს პირობებს.
  • მომხმარებელმა უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა ანგარიშზე ან განახორციელოს გადახდა ბარათით.
  • თანხის ჩარიცხვის შემდეგ, მომხმარებელი იღებს უფლებას მიიღოს მომსახურება სასურველ ენაზე (ქართული, რუსული ან ინგლისური).
  • ამონაწერის მოთხოვნისას, მომხმარებელი ვალდებულია სწორად შეიყვანოს 17 სიმბოლოიანი VIN კოდი.
  • ამონაწერის მოთხოვნამდე, მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაამოწმოს მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის არსებობა.
  • მომხმარებლის ანგარიშზე თანხა ინახება 1 წლის განმავლობაში.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის დაბრუნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • მომხმარებელს ეკრძალება საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნების გარდა.
  • მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას წარმოადგინოს რეალური მონაცემები და არ გამოიყენოს სხვისი მონაცემები.
  • აკრძალულია საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება მატერიალური ან ნებისმიერი სარგებლის მისაღებად.
  • მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს და არ გამოიყენოს ამონაწერი კომერციული ან არასანქცირებული მიზნით.
  • მომხმარებელი უარს აცხადებს რაიმე პრეტენზიაზე Carfax-ისა და AutoCheck-ის და მათი წარმომადგენლების მიმართ ამონაწერის გამოყენებიდან გამომდინარე ზიანის ან ზარალის შემთხვევაში.

4. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

მომხმარებელი აღიარებს, რომ Carfax-სა და AutoCheck-ს ეკუთვნით ყველა უფლება, ტიტული და ინტერესი ამონაწერებზე, მათ შორის ყველა საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი და კომერციული საიდუმლოებები. ნებისმიერი არავნებული გამოყენება შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ჩვენი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილება. თანხის სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ტექნიკური ხარვეზის გამო სისტემამ ვერ უზრუნველყო რეპორტის გენერირება თანხის ჩამოჭრის შემდეგ.
  • თუ მოწოდებული რეპორტი არ შეიცავს ინფორმაციას (არის ცარიელი), მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი შემოწმებით ბაზაში ჩანაწერები ფიქსირდებოდა.
  • თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს ტრანზაქციის შესრულებიდან 24 საათის განმავლობაში ელ-ფოსტაზე: contact@carfax.now.

6. უსაფრთხოება

  • მომხმარებელს ეკრძალება საკუთარი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა მესამე პირისთვის.
  • მესამე პირთან ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საიტი არ აგებს პასუხს ანგარიშზე წვდომაზე.
  • პირადი მონაცემების დაკარგვის ან გადაცემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი.

7. პასუხისმგებლობა

  • ნებისმიერი უკანონო წვდომა საიტზე (ჰაკერული შეტევა, ზიანის მიყენება, პერსონალური მონაცემების მოპარვა და სხვ.) ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მესამე პირების არაკანონიერი ჩარევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე საიტი პასუხისმგებელი არ არის.
  • პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამჟღავნება ან მათი გამოყენება სხვა მიზნებისთვის წარმოადგენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
  • საიტზე გამოქვეყნებული არაპუბლიკური ინფორმაციის გამოყენება სარგებლის მისაღებად იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8. მომხმარებლის მხარდაჭერა

carfax.now უზრუნველყოფს მომხმარებელთა მხარდაჭერას 24/7 რეჟიმში ელფოსტით: contact@carfax.now.

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია